Saturday, November 16, 2013

დღე 8

  • მოვაწესრიგეთ პორტფოლიო
  • ვისწავლეთ ბლოგზე page - ების დამატება, ადგილის შენაცვლება
  • დავამატეთ ჩვენს ბლოგზე გვერდები : მთავარი, კონტაქტი, გალერეა....და "მთვლელი"
  • ავტვირთეთ ბლოგი google drive - ში




Friday, November 15, 2013

დღე 7

  • გავეცანით მე-6 და მე-7 მოდულებს ( "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის" და "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით")
  • მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდეები პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით
  • ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე
  • პროექტში ჩართული ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით ( განსაკუთრებული საჭიროების მქონე და მაღალი ალკადემიური მოსწრების  მოსწავლეები) მოვამზადეთ შაბლონი 
  • შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში (რესურსი)

დღე 6

  • გავეცანით მე-5 მოდულს  - "მოსწავლეთა პროექტების შეფასება" ( პროექტზე მუშაობისას რუბრიკების, ქულების მინიჭების სქემებისა და ჩეკლისტების გამოყენება; შეფასების გეგმის შემუშავება პროექტების შეფასების ფორმების გამოყენებით)
  • ვისწავლეთ კომენტარის გამოყენებაWORD -ის დოკუმენტში და GOOGLE DRIVE-ში
  • კომენტარის გაკეთება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში ( POWER POINT -ში)
  • განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები
  • დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების სქემა
  • პროექტის გეგმაში ჩავწერეთ პროექტის სცენარი
  • ნიმუშის მიხედვით გავაკეთეთ მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი  

Sunday, November 3, 2013

დღე 5

მე-4 დღეს გაცდენილი აქტივობები მე-5 დღეს აღვადგინე : შევავსე სასკოლო პროექტის შაბლონის  "შეფასების დროის ჩარჩო";

განვიხილეთ მე-3 მოდული :


  • ინტერნეტრესურსების მოძიება და სასწავლო მიზნებისთვის გამოყენება;
  • ვებსაიტების საავტორო უფლებები და მათი  კანონიერი  გამოყენება;
  • საუკეთესო საძიებო სისტემების გაცნობა;
  • პროექტისთვის საჭირო ვიდეოს მოძიება და ბლოგში ჩასმა; 
  • დავიწყეთ მე-4 მოდულზე მუშაობა და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  ნიმუში : 


Saturday, October 26, 2013

დღე 3


  • გავეცანით პროექტის ბუკლეტებს
  • ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე - სასწავლო პროექტის დაგეგმვა ( შესაბამისი შაბლონის გამოყენებით)
  • ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და ამოცანები
  • გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი),  მათი შედგენის კანონზომიერებას
  • შემდეგ ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ ეს კითხვები :  

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა კავშირია ფოლკლორსა და ლიტერატურას შორის?.
თემატური კითხვები
იგრძნობა თუ არა ანა კალანდაძის შემოქმედებაში ხალხური მოტივები?
რ მიზნით იყენებს პოეტი ამ ხერხს?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ციკლის ლექსებში ჭარბობს ფოლკლორული ელმენტები?